გრიგოლისძე ასათ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასათ გრიგოლისძე - ჰერეთის ერისთავი 1184/1185 - დაახლ. 1191 წწ. ყუთლუ არსლანის გამოსვლის დროს ჰერეთის ერისთავი ასათ გრიგოლისძე თამარის მომხრეთა ბანაკში იმყოფებოდა. მისი ინიციატივით თამარის ჯარმა „დიდი და სასახელო“ ლაშქრობა მოაწყო განძის სამხრეთით რახსის ნაპირებამდე. შემდგომში ასათმა მეფისაგან ერისთავობა თავის ძის, გრიგოლისათვის გამოითხოვა, თვითონ კი სააარიშიანოს მონაპირეობა მიიღო.


წყაროები და ლიტერატურა

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 40;
  • შოშიაშვილი 1965: 143;
  • ბახტაძე 2003: 188.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები