აბუსერის ძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გრიგოლ აბუსერის ძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლ აბუსერის ძე - არტანუჯის ერისთავი 1047-1070 წწ. აბუსერ აბუსერიძის შემდგომ. გრიგოლ აბუსერისძის შესახებ ცნობილია, რომ იგი, დაახლ. 1046/1047 წ., სულა კალმახის ერისთავისა და მესხი აზნაურების თანადგომით, ცდილობდა ბაგრატ IV-ის დახმარებას, მაგრამ არყის ციხესთან მეფის მომხრეებმმა ლიპარიტ ბაღვაშისაგან მორიგი მარცხი იწვნიეს. ამ ბრძოლისას გრიგოლ არტანუჯის ერისთავი შეიპყრეს და ძელზე გასმის მუქარით აიძულეს არტანუჯი დაეთმო. არტანუჯი ლიპარიტის ხელში დარჩა მის დატყვევებამდე (1057), ხოლო გრიგოლი, როგორც ჩანს, ბაგრატ ბაგრატ IV-ს ახლდა კონსტანტინოპოლში, სადაც იგი იმყოფებოდა 1051-1054 წწ-ში. ამ პერიოდში უნდა გაეღო მას უხვი შეწირულება ათონის მონასტრისათვის, რის გამოც მის სახელზე 29 იანვარს მონასტერს „მაშენებელთა სწორი“ აღაპი დაუწესებია.



წყაროები და ლიტერატურა

მატიანე ქართლისაჲ 1955: 302; მეტრეველი 1998: 144.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები