მიქელაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გრიგოლ მიქელაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ მიქელაძე

გრიგოლ მიქელაძე – დაიბადა 1954 წლის 30 ივლისს სამტრედიაში.

განათლება – დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამშენებლო მასალების ნაკეთობათა და კონსტრუქციების საწარმოთა მექანიკური მოწყობილობის სპეციალობით; ბაქოს პარტიული სკოლა.

სამუშაო გამოცდილება

  • რკინიგზის თბილისის №1 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მუშა (1974-1977)
  • ი.ნიკოლაძის სახ. სამხატვრო ტექნიკუმის მუშა (1977-1983)
  • თბილქალაქმშენის მე-14 ტრესტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი (1983)
  • თბილქალაქმშენის მე-14 ტრესტის მეორე სამმართველოს მთავარი ინჟინერი (1983-1984)
  • ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლის მსმენელი (1984-1986)
  • თბილისის კალინინის რ-ის საორგანიზაციო გან-ის ინსპექტორი (1986-1987)
  • ტრესტინჟმშენის პარტიული კომიტეტის მდივანი (1987-1989)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო-საპროექტო სამმართველოს უფროსის მოადგილე (1989-1991)
  • შპს „ტრანსსერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (1991-1992)
  • საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის საერთაშორისო გადაზიდვებისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე (1992-1996)
  • შპს „საქრკინიგზაექსპედიციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (1996-2007)
  • შპს „ტრანსსერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2003-2016)
  • პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, სამტრედიის №55 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.


რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები