სურამელი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გრიგოლ სურამელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლ სურამელი - სულა სურამელის ძე, ქართლის ერისთავი 1125-1260-იან წწ-ში; მსახურთუხუცესი დაახლ. 1240-იან-1260-იან წწ-ში. მისი ძმაა მეაბჯრეთუხუცესი ივანე სურამელი, შვილი - ბეგა გრიგოლის ასული ხათუთა ცოლად ჰყავდა კახა თორელს. 1342 წ., როდესაც რუსუდან მეფე მონღოლებთან დასაზავებლად აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა, მას სხვა დიდებულებთან ერთად შეეგება ქართლის ერისთავი გრიგოლ სურამელი. 1247/1250 წწ-ში შედგენილ შიომღვიმის საბუთში გრიგოლ ერისთავი მსახურთუხუცესად იწოდება. ამ თანამდებობით მოიხსენიება იგი კახა თორელის შეწირულების საბუთშიც რკონის მონასტრისადმი. ჟამთააღმწერელი ქართლის ერისთავ გრიგოლ სურამელს რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდში მოიხსენიებს: როდესაც მონღოლებმა საქართველო დუმნებად დაყვეს (1245-1247), გრიგოლ სურამელს სამართავად ქართლი ჩააბარეს. სხვა დიდებულებთან ერთად იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი რუმის სასულთნოდან ულუ დავითის ჩამოყვანისა. 1260 წ. გრიგოლმა უარი თქვა შეერთებოდა დავით ულუს აჯანყებას მონღოლთა წინააღმდეგ და მონაწილეობა მიიღო ეგვიპტის წინააღმდეგ მონღოლთა ლაშქრობაში.


წყაროები და ლიტერატურა

  • ჟამთააღმწერელი 1959: 192, 195, 206, 208, 217, 219, 239;
  • ქისკ 1984: 121, 124, 128, 129-133, 154;
  • ქსე (9), 1985: 609.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები