გრიშაშვილი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ გრიშაშვილი

გრიშაშვილი იოსებ გრიგოლის ძე - (მამულაშვილი) - (12.IV.1889, თბილისი - 3.VIII.1965, თბილისი) - პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა ქართულ გიმნაზიაში, თუმცა, 16 წლის ასაკში მამის სიკვდილის გამო, სწავლას თავი დაანება. მალევე დაუახლოვდა თეატრს, იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პიესებს და ლექსებს. 1905 გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე. 1906 წელს გამოვიდა პირველი კრებული „ვარდის კონა“. მუშაობდა ჟურნალში „ნიშადური“. 1912-1915 წლებში თანამშრომლობდა გაზეთთან „ხმა კახეთისა“.

1918 წელს დაასრულა ოთხწლიანი მუშაობა ლიტერატურულ კვლევაზე „საიათნოვა“. 9.IX.1918, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იბეჭდებოდა და მალე გამოვიდოდა იოსებ გრიშაშვილის „საიათნოვა და ძველი ტფილისი“. 1919 წელს თავისუფალ მსმენელად შევიდა თბილისის უნივერსიტეტში. 1918-1920 წლებში დაიწერა მისი ლექსები: „ტრიოლეტები შეითან ბაზარში“ და „აშპაშხანისკენ“. დამოუკიდებლობის პერიოდში მისი არაერთი საღამო გაიმართა. 1920 გამოსცა წიგნი „წითელ დროშას“. 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოში ბოლშევიკური მმართველობის დამყარების შემდეგ, ბრძოლისკენ მოუწოდა თანამემამულეებს - „იბრძვიან ჩვენი ცეცხლის მხედრები“.

1926-1927 წლებში დაიწერა მისი ცნობილი კვლევა „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“. 1947 აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1950 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია და აირჩიეს მშვიდობის მომხრეთა მეორე საკავშირო კონფერენციის დელეგატად. 1959 მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო პოეტის საპატიო წოდება. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკა ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • გ. მერკვილაძე, ქსე, ტ. III, თბ., 1978;
  • ა. ხინთიბიძე, „იოსებ გრიშაშვილი“, თბ., 1956;
  • გ. ჯიბლაძე, „კრიტიკული ეტიუდები“, ტ. III, თბ., 1959;
  • ჟურ. „ბარრიკადი“, 18 ოქტომბერი, 1920.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

იოსებ გრიშაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები