გუგეშაშვილი ბორის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორის გუგეშაშვილი

გუგეშაშვილი ბორის – (1935 – 2010), ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი. დაიბადა ბაქოში. დაამთავრა ბაქოს ქართული სკოლა. სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ (მაშინ - რკინიგზის) ინსტიტუტში. 1966 წლიდან დაბრუნდა საქართველოში საცხოვრებლად. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს, სიმღერებს. 60-70-იან წლებში მისი რამდენიმე ლექსი გამოქვეყნდა ქართულ პერიოდიკაში, მაგრამ საბჭოთა ცენზურასთან შეურიგებლობის გამო თანდათან შეწყვიტა გამომცემლობებთან თანამშრომლობა და სცენიდან საჯარო კითხვის ფორმატი არჩია. თუმცა მის საჯარო გამოსვლებსაც ხშირად სდევდა ხმაური და ოფიციალური წრეების უკმაყოფილება, რასაც, ძირითადად, მისი სატირულ-იუმორისტული ლექსები და იგავები იწვევდა. არის რამდენიმე მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი, ავტორი-შემსრულებელი სიმღერებისა „ყირამალა დუქანა“, „ქვაგახეთქილა“, „ოცი შვილი“, „მე სიდედრის ჭირუკა“ და სხვა, რომლებსაც ახლა სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები ასრულებენ. ლექსების კრებული „შვიდი უღელი გავცვითე“ გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ. ამჟამად გამოსაცემად მზადდება მისი რომანი.


მერე
მერე, როდესაც არაფერი აღარ იქნება,
ან, უფრო სწორად, მე არ ვიქნები,
მეც თუ დავხვავდე თაროებზე მტვრიან წიგნებად,
ან არც მე ვიქნე და არც წიგნები;…
...რა არის გლოვა, ან სიტყვები ფოფინ-ფოფინა?
და, საერთოდაც, არავისგან არაფერს ვითხოვ,
როგორც ჩემამდე არაფერი არა ვყოფილვარ,
ისე ჩემს მერე არაფერი არ მინდა ვიყო.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები