გუდალეთის წმინდა ესტატეს ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუდალეთის წმინდა ესტატეს ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდალეთის აღმოსავლეთით, ტყის პირას. თარიღდება X საუკუნით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (9 X 5,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვის კვადრებით. დაზიანებულია: ჭერი ჩაქცეულია, აღმოსავლეთ ფასადი შუა ადგილზე გარღვეულია. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი სქელი მუხის მერქნისაა. ეკლესიას ადრე შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთის სარკმელი ამოშენებულია. ეკლესია გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით. ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით ორი მინაშენი ჰქონია. სამხრეთ მინაშენი მხოლოდ ერთი კედელია შემორჩენილი, ჩრდილოეთისა ნახევრად დანგრეულია. ეკლესიის ირგვლივ, გალავნის მხოლოდ საძირკველია გადარჩენილი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები