გუე შხინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუე შხინ-ი (ადიღ. ГуIэ шхын) – ადიღური სამგლოვიარო საკვები, რომელიც ძირითადად ღომისა და მაწვნისგან შედგებოდა. წარსულში ოჯახის წევრის გარდაცვალებიდან სამი დღის განმავლობაში სახლში ცეცხლს არ ანთებდნენ და, ბუნებრივია, საჭმელიც არ მზადდებოდა. ამ ხნის მანძილზე ჭირისუფლის გამოკვებაზე მეზობლები ზრუნავდნენ. სამი დღის შემდეგ, მიცვალებულის ოჯახი თავის საკვებთან ერთად ორმოცის (ზოგჯერ წლისთავის) გასვლამდე ამზადებდა ე. წ. ჟერიმეს (жьэрымэ) – მრგვალ ფუნთუშებს, რომლებსაც უბნის ბავშვებს ურიგებდა.


ლიტერატურა

Мафедзев С. Х. Адыги. Обычаи, традиции (Адыгэ хабзэ). Нальчик, 2000.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები