გულუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გულუ (ოს. Гулу) – დიდი ზომის (დაახლ. 1 მ. დიამეტრისა და ნახევარი გოჯი სისქის) სარიტუალო დანიშნულების ხაჭაპური, რომელსაც სადღესასწაულოდ აცხობდა საამისოდ არჩეული ქალი – „ქარჯინ განაგი“ („ნიქოლაიი ქუვდი“).

გულუსთვის საჭირო ყველს სოფლის მოსახლეობის მიერ გაღებული რძისგან ამზადებდა დღესასწაულის მასპინძლის მეუღლე. ცომის მოზელისა და მასში ყველის ჩადების პროცესში იქ მყოფი ქალები შიგადაშიგ მხიარულად წამოიძახებდნენ: „ვაი, ნიქოლა!“ (თუ გულუს ნიქოლას დღესასწაულისათვის აცხობდნენ); ცომის ზედაპირზე ათქვეფილ კვერცხებს მოასხამდნენ. გამომცხვარ გულუს ხის დაფაზე გადააბრძანებდნენ და ზემოთ შაქრიან ხსნარს ან, თუ საშუალება იყო, თაფლს წაუსვამდნენ; ბოლოს გულუს ზედაპირზე დაალაგებდნენ მცირე ზომის რიტუალურ ღვეზელებს და სამ ბოდას (ღვეზელა) მბოლავ ნახშირთან და ქონის ნაჭერთან ერთად. სადღესასწაულო სუფრასთან მიტანილ გულუს, ლოცვის შემდეგ, იმდენ ნაწილად დაჭრიდნენ, რამდენი კომლიც სახლობდა სოფელში.

საინტერესოა, რომ დიგორის ხეობაში გულუს საუკეთესო მცხობელებად ლესგორელი ქალები ითვლებოდნენ. ახლომახლო სოფლებში გავრცელებული იყო რწმენა, თითქოს ლესგორელთა ხაჭაპურს ცხობის პროცესში თავად შეეძლო გადმობრუნება.


ლიტერატურა

Басилов В. Н., Коычев В. П. Николайи кувд. Осетинское празднество в честь патрона селения // Кавказский этнографический сборник. VI. М., 1976.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები