გუნებ-განწყობის აშლილობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუნებ-განწყობის აშლილობები - სახელწოდება გუნებ-განწყობის აშლილობები მომდინარეობს იქიდან, რომ მათი ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი გუნებ-განწყობის პათოლოგიაა. დღესდღეობით ამ ტერმინის მნიშვნელობა ისეთი დარღვევებით შემოიფარგლება, როგორებიცაა გუნებ-განწყობის დაქვეითება ან აწეული გუნებ-განწყობა, თუმცა წარსულში ზოგიერთი ავტორი ამ ჯგუფში შფოთვით აშლილობებსაც აერთიანებდა. გუნებ-განწყობის აშლილობებს წარსულში ხშირად „აფექტურ აშლილობებსაც“ უწოდებდნენ და ამ ტერმინს დღესაც ფართოდ გამოიყენებენ.

სარჩევი

დეპრესია

დეპრესია უბედურების დროს დარდი ნორმალური ცხოვრებისეული ემოციაა. დეპრესიული განცდა ხშირად თან ახლავს როგორც ფსიქიკურ აშლილობებს, ასევე ფიზიკურ დაავადებებსაც, მაგ., ისეთ ინფექციებს, როგორებიცაა ჰეპატიტი ან ნევროლოგიური დაავადებები. აქ განვიხილავთ არა ჩვეულებრივ დარდს ან სხვა დაავადების თანმხლებ დეპრესიულ განწყობას, არამედ სინდრომს, რომელიც დეპრესიულ აშლილობადაა ცნობილი.

ამ სინდრომის ძირითადი მახასიათებლებია:

  • გუნებ-განწყობის დაქვეითება
  • ნეგატიური აზრები
  • ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა
  • ენერგიის დაქვეითება
  • შენელება.

ჩამოთვლილი ნიშნებიდან, გუნებ-განწყობის დაქვეითება ყველაზე ხშირი სიმპტომია.

მანია

ანალოგიური მდგომარეობაა აწეული გუნებ-განწყობის შემთხვევაშიც. გარკვეული ხარისხით აწეული გუნებ-განწყობა ჩვეულებრივი მოვლენაა ბედნიერების ჟამს, მაგრამ იგი, როგორც სიმპტომი, შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობების დროსაც, თუმცა, ჩვეულებრივ, უფრო იშვიათია, ვიდრე დეპრესია. ამ შემთხვევაში შევეხებით სინდრომს, რომლის ძირითადი მახასიათებლებიც არის:

  • მომატებული აქტივობა
  • აწეული ან გაღიზიანებული გუნებ-განწყობა
  • საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება.

ამ სინდრომს მანია ეწოდება. ზოგიერთი დიაგნოსტიკური კლასიფიკაციის მიხედვით გამოყოფილია მანიის მსუბუქი ფორმა - ჰიპომანია.

იხილე აგრეთვე

გუნებ-განწყობის მსუბუქი აშლილობები

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები