გუნო შარლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შრლ გუნო

გუნო შარლი - ფრ. Charles Gounod; (17. VI. 1818, პარიზი, – 18. X. 1893, სენ-კლუ, პარიზის გარეუბანი), ფრანგი კომპოზიტორი, საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი (1866).

1836-38 პარიზის კონსერვატორიაში სწავლობდა, ჟ. ფ. ჰალევისთან (კონტრაპუნქტი და ფუგა), ფ. პაერთან და ჟ. ფ. ლესიუერთან (კომპოზიცია). 1839 მისმა კანტატა „ფერნანმა“ რომის დიდი პრემია დაიმსახურა. 1845-52 მუშაობდა პარიზის ერთ-ერთ ეკლესიაში ორგანისტად და კაპელმაისტერად. 1852-60 სათავეში ჩაუდგა პარიზის „ორფეონს“ (საგუნდო საზოგადოებათა გაერთიანება).

1870-75 ცხოვრობდა ლონდონში, სადაც დააარსა საზოგადოება „გუნოს გუნდი“ (ამჟამად „სამეფო საგუნდო საზოგადოება“). 1850 გუნომ დაწერა პირველი ოპერა „საფო“. სხვა ოპერებია: „ძალად ექიმი“ (1857), „ფილემონი და ბავკიდა“ (1859), „საბის დედოფალი“ (1861), „რომეო და ჯულიეტა“ (1865), განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა ლირიკულ ოპერა „ფაუსტმა“ (გოეთეს ამავე სახელწოდების ტრაგედიის მიხედვით, 1859, პარიზი). 1869 გუნომ შეცვალა „ფაუსტის“ დიალოგები რეჩიტატივებით და დაუმატა საბალეტო აქტი „ვალპურგიის ღამე“. „ფაუსტმა“ გუნოს მსოფლიო სახელი მოუხვეჭა. ოპერებს გარდა გუნოს ეკუთვნის: სასწავლო ნაწარმოებები (მესები, რეკვიემი), ი. ს. ბახის პირველი პრელუდიის (დო მაჟორი) მუსიკაზე აგებული ცნობილი „ავე მარია“ სოპრანოს, ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და ორგანისათვის, კანტატები, სიმფონიები, საფორტეპიანო პიესები, რომანსები და სიმღერები.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები