გურგენიძე ვაჟა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაჟა გურგენიძე

ვაჟა გურგენიძე – დაიბადა 1940 წლის 2 დეკემბერს თბილისში. — პედაგოგი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი (1963); ასპირანტურა (1966).

სამუშაო გამოცდილება

  • თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, შრომის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის გამგე (1966-1983);
  • საქართველოს კპ-ს ცენტრალური კომიტეტის ლექტორი, პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე, იდეოლოგიის განყოფილების გამგის პირველი მოადგილე, საერთო განყოფილების გამგე, ცენტრალური კომიტეტის მდივანი (1983-1990)
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი (1978-1979)
  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): მაჟორიტარი, ახალციხის საარჩევნო ოლქი, ეკონომიკური რეფორმების კომისიის წევრი;
  • შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე (1992-94).

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები