გურიელი სვიმიონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სვიმიონ [ვარდანისძე], გურიელი - მსახურთუხუცესი ერისთავთ-ერისთავი, სვანთა ერისთავი, 1350-1370 წწ.მსახურთუხუცესი სვიმიონი შთამომავალი ჩანს სვანთა ერისთავ ვარდან (II) ვარდანისძის იმ შტოსი, რომელიც გიორგი II-მ 1073 წ. გურიაში დაასახლა. ამ შტოს წარმომადგენლები უნდა იყვნენ ვარდანისძე გურიელები, რომლებიც წინაურდებიან დავით ნარინის კარზე და იღებენ მსახურთუხუცესის თანამდებობას. ამავე დროს ისინი ინარჩუნებენ „სვანთა ერისთავის“ ზედწოდებას, როგორც სიძველისა და მაღალი წარმომავლობის და მადასტურებელ საპატიო ტიტულს. ამ ტიტულით მოიხსენიება ზარზმის მონასტერში უკვე მოხუცი, საბერო სამოსში გამოსახული სვიმიონ გურიელი: „ერისთავთ-ერისთავი, მსახურთუხუცესი, სუანთ ერისთავი სუიმიონ გურიელი“.



წყაროები და ლიტერატურა

  • მატიანე ქართლისაი 955: 161;
  • ბერიძე 1955: 130;
  • სოსელია 1954: 118.
  • ინგოროყვა 1963: 585;
  • ბერაძე 1999: 142.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები