დადიანი ბედან (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბედან (I) დადიანი - ოდიშის ერისთავი XIII ს-ის პირველი მესამედში. თამარის პირველი ისტორიკოსის თანახმად, დადიანთა საგვარეულოს წარმომადგენლები გიორგი III-ისა და თამარის კარზე მაღალ თანამდებობებს ფლობდნენ. ბედან (I) ოდიშის ერისთავი ყოფილა, იმავდროულად ვარდან დადიანს ჩუხჩარეხის თანამდებობა ეპყრა. ი. ანთელავა მათ ძმებად და შემდგომში დადიანთა ორი განშტოების მამამთავრებად მიიჩნევს. ბედან დადიანი გიორგი რუსის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, მაგრამ ოდიშის ერისთავობა აჯანყების ჩახშობის შემდეგაც შეინარჩუნა. იგი მონაწილეობდა ლაშა-გიორგის ლშქარობაშიც განჯის წინააღმდეგ. ბედან (I)-ის ძედ ივარაუდება ჯუანშერ დადიანი, რომელიც XIII ს-ის 20-30-იანი წწ-ში ბედან (II) ერისთავის მამად იხსენიება.



წყაროები და ლიტერატურა

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთნი 1959: 34;
  • ჟამთააღმწერელი 1959: 243;
  • სილოგავა 1980: 144;
  • ბერაძე 1967: 159-160;
  • ანთელავა 1990: 17;
  • ბერაძე 1999: 133-134.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები