დადიანი გიორგი (III)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი (III) დადიანი - მამია (I) დადიანის ძე; ოდიშისა და სვანეთის ერისთავი, მანდატურთუხუცესი, დასავლეთ საქართველოს მხედართმთავარი 1345-1384 წწ. გიორგი (III) დადიანის მმართველობის დროს განსაკუთრებით გაფართოვებულა ოდიშის საერისთავოს საზღვრები და გაზრდილა ოდიშის ერისთავის პოლიტიკური წონა. საკუთრივ ოდიშის გარდა, მის დაქვემდებარებაში იყო მოქცეული გურიის საერისთავო (უეჭველია, საქართველოს მეფის ნებართვით, მისი ვაჟი კახაბერი გურიის ერისთავი გამხდარა) და, ნაწილობრივ, სვანეთი.

გიორგი (III) დადიანთან პირდაპირი დიპლომატიური კავშირი ჰქონდა დამყარებული ეგვიპტის სულთანს, რომელიც უაღრესად იყო დაინტერესებული ეგვიპტე-კონსტანტინოპოლი-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის საზღვაო მარშრუტით ოქროს ურდოსთან დასაკავშირებლად. გიორგი (III)-ს დაუსრულებია დავით ნარინის ძის, კონსტანტინე მეფის მიერ დაწყებული განახლებითი სამუშაოები ბედიის ტაძარში, სადაც იგი გამოსახულია თავის თანამეცხედრესთან მარიხთან ერთად. ჯუმათის მთავარანგელოზის ხატის წარწერის მიხედვით, რომელშიც ოდიშის ერისთავი გიორგი (III) დადიანი ოჯახის წევრებთან ერთად იხსენიება, ჩანს, რომ მის ძეს ვამიყს გიორგის სიცოცხლეშივე მიუღია მანდატურთუხუცესობა, ხოლო კახაბერს - გურიის ერისთავობა.



წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი 1973: 801;
  • ბერაძე 1999: 141-143.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები