დადიანი კოკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ (კოკი) დადიანი

დადიანი ნიკოლოზ (კოკი) – (1878 – 1939), ქართველი მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი. დაიბადა სოფელ წყემში (აბაშა). 10 წლამდე სოფლის სკოლაში დადიოდა, შემდგომში სწავლა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც არ დაუსრულებია. 1904 წელს „პეტერბურგსკიე ვედომოსტის“ იანვარ-თებერვლის ნომერში დაიბეჭდა მისი პოლემიკური წერილი, იგი ცდილობდა მეგრული ანბანის შემოღებას და ავტონომიის ჩამოყალიბებას. ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ კოკი დადიანმა ოჯახთან ერთად, 1921 წლის 18 მარტს დატოვა საქართველო და სიკვდილამდე ცხოვრობდა პარიზში. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართულ ემიგრანტულ ცხოვრებაში, იყო პატრიოტული ორგანიზაციების – „თეთრი გიორგისა“ და „ქართლოსის“ – წევრი. მისი ლექსები, მოგონებები და წერილები იბეჭდებოდა ემიგრანტულ პრესაში. კოკი დადიანის პოეზია განმსჭვალულია საოცარი პატრიოტული ლირიზმით, სევდითა და გულისტკივილით. ემიგრანტულ ქართულ გამოცემებში მიხა წყემელის ფსევდონიმით ლექსებს აქვეყნებდა მისი უფროსი ვაჟი მიხეილ დადიანიც.

კოკი დადიანი პარიზთან ახლოს, ლევილის ქარ- თულ მამულში საძმო სასაფლაოზე განისვენებს მის საფლავს ამშვენებს მისივე შეთხზული უნიკალური ეპიტაფია:


* * *
„მითხარ შენდობა... და ჩემს მხარესა,
ოდეს მოუთხრობ ამბებს მწარესა,
სთქვი რომ წარწერა იხილე ლოდზე -
ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე!...“


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები