დადიანი მამია (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მამია (I) დადიანი - გიორგი (II) დადიანის ძე; ოდიშის ერისთავი და დასავლეთ საქართველოს მხედართმთავარი 1323-1345 წწ-ში. ვახუშტის შეფასებით, მან „უმეტესად დაიპყრო ოდიში“. მამია დადიანი მთავრის თითქმის ყველა ატრიბუტით სარგებლობდა, მაგრამ იძულებული გამხდარა დამორჩილებოდა მიქელს, ნარინის ძეს „ხარკის მიცემითა და მოლაშქრედ თვისად“ (სოსელია).

1327 წ. დავით ნარინის ძე მეფე კონსტანტინე გარდაიცვალა, რის შემდეგაც დასავლეთ საქართველოში შფოთი და არეულობა დაიწყო. ამ ვითარებით სარგებლობს გიორგი ბრწინვალე და დასავლეთ საქართველოში გადადის. ვახუშტის ცნობით, მას მორჩილება გამოუცხადეს ოდიშის ერისთავმა მამია დადიანმა, გიორგი გურიელმა, სვანთა ერისთავმა და აფხაზთა ერისთავმა შერვაშიძემ. გიორგი ბრწყივალემ დასავლეთ საქართველოს დიდებულები ერთგულებისათვის დიდად დაასაჩუქრა. მამია დადიანს მეფემ დადიანთა ძველი პრივილეგია აღუდგინა - მას დასავლეთ საქართველოს ჯარის ერთიანი სარდლობა ჩააბარა.



წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი 1973: 801;
  • სოსელია 1951: 176, 182;
  • ბახტაძე 2003: 243-244.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

იხილე აგრეთვე

მამია I დადიანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები