დადიანი შერგილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შერგილ დადიანი - ოდიშის ერისთავი დაახლ. XIII ს-ის 90-იანი-1310-იანი წწ-ის შუა ხანები. გიორგი დადიანის შემდეგ ოდიშის ერისთავობა, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, გადადის დადიანთა მეორე შტოს ხელში. ამ შტოს პირველი ერისთავია შერგილი, როგორც ჩანს, ძე კოხტასთავის გმირის, ცოტნე დადიანისა. იგი ერისთავთ-ერისთავად დედოფალთ-დედოფალ ნათელთან და ძესთან, ცოტნესთან ერთდ მოიხსენიება ჯვრის მონასტრის აღაპში და ხობის ეკლესიის ფრესკულ წარწერაში. შერგირ დადიანის ოჯახში მოხვედრილა თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, რომლის ჩასასვენებლადაც მას დაუმზადებინებია ოქროთი შეჭედილი ხატი წარწერით: „ხატო არსებისაო უცვალებელო, მეოხ და მფარველ ექმენით აქა და საუკუნოსა, ერისთავთ-ერისთავი დადიანი შერგირ და მეუღლე ჩემით დედოფალ-დედოფალი ნათელით, ძითურთ ჩემით ცოტნეთურთ“.



წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი 1973: 801;
  • თაყაიშვილი 1914: 134, 153;
  • მეტრეველი: 1962: 145, N102;
  • ბერაძე 1999: 136-137;
  • ბახტაძე 2003: 243.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები