დაევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაევა, დევა(ირან.) ავი სულები, რომლებიც შეადგენენ ანჰრო მაინიუს ლაშქარს და უპირისპირდებიან აჰურებს და ამეშა სპენტებს. ისინი სიცრუის სულის, დრუგას წარმოშობილად ითვლებიან.

მითიური მეფეები, როგორც აჰურების თანამდგომნი, ყველანი დევთმებრძოლნი არიან. ირანელი ხალხების, მაგალითად, ტაჯიკების წარმოდგენით, დაევები ბუმბერაზები, ბალნით მოსილი სასტიკი კაციჭამია არსებებია და ცხოვრობენ მიუვალ ადგილებში – გამოქვაბულებში, მიწის სიღრმეებში თუ ტბათა ფსკერზე, სადაც ისინი ძვირფასი ლითონებისა და პატიოსანი ქვების საგანძურებს იცავენ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები