დავითაია მირზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მირზა დავითაია

მირზა დავითაია – დაიბადა 1975 წლის 30 აგვისტოს თბილისში.

განათლება – ნიურნბერგის სახვითი ხელოვნების აკადემიის თავისუფალი ფერწერის ფაკულტეტი (1994-2000).

სამუშაო გამოცდილება

  • კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დეპარტამენტი (2004-2008).
  • მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2009): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი.
  • სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში (2009-2012).

სახელმწიფო ჯილდო
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი (2007).


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები