დავითხანიანი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავით დავითხანიანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით დავითხანიანი

დავითხანიანი დავით გრიგოლის ძე (დ. 17.III.1888, თბილისი - გ. 7.VII.1957) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა ერევნის საეპარქიო სკოლაში, მოგვიანებით დაასრულა თბილისის კომერციული სასწავლებლის კურსი. იყო სომხური პარტიის - დაშნაკცუთიუნის წევრი. სწორედ ამ პარტიის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და ერთი წელი ციხეში გაატარა. პატიმრობის შემდეგ იგი გარკვეული პერიოდით გადასახლებაში რჩებოდა.

1918 დაშნაკცუთიუნის პარტიის სახელით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი გახდა, ხოლო დამფუძნებელი კრების პირველ დამატებით არჩევნებზე, 1919 წლის აგვისტოში, დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დატოვა საქართველო და საცხოვრებლად ჯერ სტამბოლში გადავიდა, შემდეგ კი - გერმანიაში. 1957 ოჯახთან ერთად გადასახლდა არგენტინაში.

მანუჩარ გუნცაძე

ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

დავით დავითხანიანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები