დავით სოსლანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით სოსლანი - (გ. დაახ. 1203–04), თამარ მეფის მეორე ქმარი (იქორწინეს 1187). წარმოშობით ოსთა სამეფო დინასტიიდან. ქართული წყაროებით, დავით სოსლანის წინაპრები ოსეთში დამკვიდრებული ბაგრატიონები იყვნენ. მემატიანე მას ახასიათებს როგორც რაინდული თვისებებით შემკულ პიროვნებას.

დავით სოსლანი სარდლობდა ქართულ ლაშქარს თითქმის ყველა დიდ ბრძოლასა და ლაშქრობაში 1180-იანი წლების ბოლოდან XIII საუკუნის დასაწყისამდე (ლაშქრობები არზრუმის, გელაქუნის, განძა-ბარდავის მიმართულებით, 1195 წელს შამქორის ბრძოლაში, 1203 წელს ბასიანის ბრძოლაში). როგორც თანამმართველი, დავით სოსლანი სახელმწიფოს გამგებლობაშიც მონაწილეობდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები