დაზიანების საიმედოობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაზიანების საიმედოობა - მიზნის (ობიექტის) დაზიანებით გათვალისწინებული შედეგის მიღების ალბათობა.

დაზიანების საიმედოობის მაჩვენებლებია: წერტილოვანი მიზნის – დაზიანების ალბათობა; ჯგუფური მიზნის – გარანტირებული ალბათობა, ე.ი. გარანტირებული (გათვალისწინებულზე არანაკლები) ზარალის მიყენების ალბათობა.

გადასაწყვეტი ამოცანის მასშტაბის შესაბამისად, გარანტირებული ალბათობის მნიშვნელობას იღებენ 0,9–1,0-ის ფარგლებში.

დაზიანების საიმედოობის მაჩვენებლებია აგრეთვე საბრძოლო საშუალებების (რაკეტების, ხომალდების, თვითმფრინავების, ქვემეხების და სხვა) მოზიდვის და იმ საბრძოლო მასალის ხარჯვის ნორმები, რომლებიც დგინდება იარაღის საბრძოლო გამოყენებისა და თეორიული გაანგარიშების გამოცდილების საფუძველზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები