დაირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაირა

დაირა - დასარტყამი საკრავი. გავრცელებული იყო საქართველოს ბარში, თუშეთში, სამეგრელოსა და რაჭაში. სხვადასხვა რეგიონში საკრავებს შორის განსხვავება არ არის.

საკრავი წარმოადგენს რკალს, რომელსაც ცალ მხარეს გადაკრული აქვს თხელი მემბრანა (ცხვრის ტყავი). რკალზე შიგნიდან დამაგრებულია საჩხარუნებლები - ეჟვნები, ლითონის რგოლები, პატარა ფირფიტები. რკალი ინკუსტრირებულია სადაფით, თეთრი ან შავი ძვლით. დაკვრის დროს საკრავი შემსრულებელს უჭირავს ორივე ხელით. მემბრანას ეხებიან ცერების გარდა ყველა თითით მემბრანის ცენტრსა და ნაპირებში. ზოგჯერ მაჯასაც იშველიებენ, საკრავს დააქნევენ და აჟღარუნებენ.

დაირა ცნობილია აგრეთვე დაფის სახელწოდებითაც, რკალის შიგა მხრიდან ზოგჯერ სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნებს, პატარა რგოლებს, მონეტებს ან ბალთებს ჩამოჰკიდებენ ხოლმე საკრავის ასაჟღერებლად. დაირას რკალის სიმაღლე 40-60 მმ, დიამეტრი 350-490 მმ. სისქე 8-9 მმ. დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხურ ცეკვისა და ზოგჯერ სიმღერის რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიულ ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრემენტულ ანსამბლებში. დაირა უმეტესად ორი ხელით უჭირავთ, დაირაზე უკრავენ თითებითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღებად დაკვრის წინ მას შეათბობენ ხოლმე. დაირა უძველესი საკრავია. (გ. ჩხიკვაძე)


დაირა ქალების საკრავად ითვლება, რადგან მასზე შემსრულებლები ქალები იყვნენ. ზოგჯერ მოდაირე ერთდროულად უკრავს და ცეკვავს. შემსრულებლებს დაირა უჭირავს ორივე ხელით. დახელოვნებული შემსრულებელი ახერხებს ხელის დარტყმას, აჟღარუნებას, მაჯის რკალზე მირტყმასა და ჰაერში შეთამაშებასაც. დაირა არის როგორც სოლო საკრავი, ასევე გამოიყენებენ ანსამბლში ლარჭემთან (სამეგრ.) და ფანდურთან (კახ.) ერთად. მაგრამ აღმოსავლური ანსამბლისათვის კი (დასტა) აუცილებელი თანმხლებია. დაირის ფუნქცია არის ცეკვის თანხლება, მისი რიტმის ხაზგასმა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები