დალმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დალმა (სომხ. Դալմա) – ფრინველის მოსანადირებელი დამხმარე მოწყობილობა – ოთხკუთხოვანი მაღალი საფარი – ხის ჩარჩოზე გადაჭიმული ქსოვილი (ტილო ან ჩითი), რომელზეც მიკერებული იყო ფერადი ქსოვილის ნაჭრები. დალმას მონადირის სიმაღლეზე ალაგ-ალაგ თოფის ლულის გასაყრელი ღიობები ჰქონდა, საიდანაც ამ საკვირველებას მიშტერებულ ფრინველს ესროდნენ. სანადიროდ წასვლის წინ სომეხი მონადირეები სახლში დალმას კედელზე მიაყუდებდნენ და ღმერთს წარმატებულ ნადირობას შეთხოვდნენ.



ლიტერატურა

Лисициан С. Д. Очерки этнографии дореволюционной Армении // КЭС. I. М., 1955.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები