დანაღმვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანაღმვა

დანაღმვა - ნაღმების ველების მოწყობა, ჯგუფური და ცალკეული ნაღმების (ფუგასების) დაყენება მოწინააღმდეგისთვის ზიანის მიყენების, მისი მანევრის შეზღუდვის და ნაგებობების ნგრევის მიზნით. ძირითადად ხორციელდება საინჟინრო ჯარების ძალებით.

დანაღმვა შეიძლება განხორციელდეს როგორც ნაღმების დასაყენებლად მექანიზებული საშუალებების გამოყენებით, ასევე ხელით. მექანიზაციის საშუალებებს განეკუთვნება სანაღმე ღობურების დასაყენებელი და დისტანციური დანაღმვის საშუალებები. სანაღმე ღობურების მოწყობის ძირითადი დანიშნულებაა მიწაში ან მის ზედაპირზე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების დაყენება. დისტანციური დანაღმვა ხდება სანაღმე ღობურების ათეული მეტრიდან ასეულ კილომეტრამდე მანძილზე ძალიან მოკლე ვადებში. სისტემების შემადგენლობაში შედის ტანკსაწინააღმდეგო, ტრანსპორტსაწინაღმდეგო, ფეხოსანთსაწინააღმდეგო ნაღმები, მათი დაყენების და გადატანის საშუალებები (მანქანა, საარტილერიო ჭურვი, რაკეტა, თვითმფრინავი ან ვერტმფრენი).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები