დარბაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დარბაზი

  1. დარბაზი − ძვ. ტაძარი (VIII-XI საუკ.), სრა (XI საუკუნიდან), სასახლე (XV საუკუნიდან), „სამეფო დიდი სახლი” (საბა);
  2. დარბაზი − სასახლის ის ვრცელი ოთახი „სადაც სახელმწიფო საქმეების გამო მეფის თანდასწრებითა და მონაწილეობით სხდომა იმართებოდა ხოლმე” (ივ. ჯავახიშვილი);
  3. დარბაზი − ქართული საცხოვრებელი სახლის სახეობა, რომლის გადახურვა დედაბოძზე დაყრდნობილ გუმბათისებრ კონსტრუქციას წარმოადგენს;
  4. დარბაზი − საგანგებოდ მოწყობილი დიდი საკრებულო ოთახი, გათვალისწინებული კრებების, ლექციების, კონცერტებისა და მისთ. ჩასატარებლად;
  5. დარბაზი − ზალა, დიდი სასტუმრო ოთახი ბინაში;
  6. დარბაზი − ხატის ნაგებობა, რომელშიც მხოლოდ ხატის მსახურთ აქვთ შესვლის უფლება (ხევსურეთი);
  7. დარბაზი − იგივეა, რაც მაჟიბი (სვანეთი).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები