დარდანელის ოპერაცია 1915, 1916

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საფრანგეთის საბრძოლო მოქმედებები

დარდანელის ოპერაცია 1915, 1916 - (19 თებერვალი, 9 იანვარი), I მსოფლიო ომის დროს ინგლისისა და საფრანგეთის სადესანტო ჯარები საბრძოლო ხომალდების მხარდაჭერით გალიპოლის ნახევარკუნძულზე გადასხდნენ დარდანელის, ბოსფორის სრუტეებისა და სტამბოლის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ დამპყრობლები დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ ოსმალთა ჯარების მხრიდან.

ოპერაციაში მოკავშირეებმა დაკარგეს 145 ათ. კაცი და 6 სახაზო ხომალდი, თურქებმა - 186 ათ. კაცი და 1 სახაზო ხომალდი. დარდანელის ოპერაციის წარუმატებლობას შედეგად მოჰყვა ბულგარეთის ჩაბმა ომში გერმანიის მხარეზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები