დასავლეთევროპული კავშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

დასავლეთევროპული კავშირი - (Western European Union - WEU), სამხედრო პოლიტიკური დაჯგუფება, შეიქმნა 1955 წელს. მასში გაერთიანებული იყო ბელგია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (შეიქმნა 1949 წლის 7 ოქომბერს). ამ კავშირმა შეიარაღებაზე კონტროლის ვალდებულება იკისრა.

დასავლეთევროპული კავშირის უმაღლესი ორგანოა ასამბლეა. კავშირის საქმიანობა საკონსულტაციო ხასიათს ატარებს. მასში მონაწილე ქვეყნები არიან ნატოსა და ევროპის ეკონომიკური გაერთიანების წევრები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები