დასარტყმელი საკრავები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დასარტყმელი საკრავები - მუსიკალური საკრავები, რომელთა ბგერა მიიღება დარტყმით (ჩაქუჩების, მუშტუკუნების, ჯოხების და ა. შ.) მჟღერ სხეულზე (დაჭიმულ ტყავზე, ლითონზე, ხეზე და ა. შ.).

დასარტყამი საკრავები ორგვარია:
1. განსაზღვრული სიმაღლის ბგერის მქონე საკრავებად (ლიტავრები, ზარები, ზანზალაკები, ქსილოფონი, ჩელესტა).
2. განუსაზღვრელი სიმაღლის ბგერის მქონე საკრავებად (მაღალი ჟღერადობის – სამკუთხედი, კასტანეტები, დაფი, პატარა დაფდაფი, თეფშები; დაბალი ჟღერადობის – დიდი დაფდაფი, ტამ-ტამი).

დასარტყამი საკრავები სპეციალური მიზნებისათვის

XX საუკუნის ბოლოს დამკვიდრდნენ პრაქტიკაში დასარტყამი საკრავები სპეციალური მიზნებისათვის და ჯაზ-ორკესტრების არსებით კუთვნილებად იქცნენ. თანამედროვე პარტიტურები ცხადყოფენ, რომ საკრავები სპეციალური მიზნებისათვის გამოიყენებიან სიმფონიურ, საორკესტრო მუსიკაშიც. ასეთ საკრავთა რიცხვს მიეკუთვნებიან: მარაკასი („რუმბა-სფერო“) – იგი წარმოადგენს თხელკედლებიან ხის ღრუ სფეროებს, რომლებშიც ჩაყრილია კენჭები (ბგერა მიიღება სფეროების შენჯღრევით). მარაკასი გვხვდება პროკოფიევის „ალექსანდრე ნეველის“, ა. ხაჩატურიანის საფორტეპიანო კონცერტის და სხვა პარტიტურებში.

„ტაქსის სიგნალი“ – კოპლენდის სიუიტა „ამერიკელი პარიზში“. „რკინის მძიმე ჯაჭვები“ – შონბერგის („გურეს სიმღერები“). „წკეპლა“ – მათრახის ტკაცუნის იმიტაციისათვის – ვარეზის „ჰიპერპრიზმაში“.

მექანიზმები თვითმფრინავის, საბეჭდი მანქანის, სირენის, რევოლვერის ბგერების იმიტირებისათვის – სატის ბალეტში „აღლუმი“. და ა. შ.

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები