დასენი ისკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისკო დასენი

ისკო დასენი დაიბადა 1958 წლის 30 მარტს ქ. თბილისში. — იურისტი, პოლიტიკოსი. ოლდავეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული (06-10-2014)

განათლება – მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური (1976-1978); დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1979-1985).

სამუშაო გამოცდილება

  • თბილისის კიროვის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი (1986-1990)
  • თბილისის კრწანისის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი (1990-1992)
  • თბილისის კრწანისის რაიონის პროკურორის თანაშემწე (1992-1993)
  • საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომიებელი (1993-2004)
  • საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი (2004-2010)
  • თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი (2010-2011)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (2011-2016)
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე (2012-2016)
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): პარტიული სიით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020); ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (17-12-2020).


რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები