დაუძლურების სტრატეგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაუძლურების სტრატეგია - სამხედრო მოქმედებების წარმოების ხერხი, რომელიც გულისხმობს საომარი მოქმედების თეატრში, მეთოდური მანევრირებით და მოწინააღმდეგის კომუნიკაციებსა და მომარაგების ბაზებზე ზემოქმედებით ომის მიზნების მიღწევას.

დაუძლურების სტრატეგია ფართოდ იყო გავრცელებული XVI- XVII საუკუნეებში. მისი ერთ-ერთი უდიდესი მომხრე იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ II. დაუძლურების სტრატეგიის იდეები აისახა გ. ლოიდის, ა. ბიულოვის და სხვების შრომებში. დაუძლურების სტრატეგიის ცალკეული ელემენტები გამოიყენება თანამედროვე ომებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები