დაქირავებული არმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაქირავებული არმია - პროფესიონალ მეომართა ჯარები, რომლებსაც სახელმწიფოები, ქალაქები და ცალკეული ფეოდალები სამხედრო სამსახურისთვის ქირაობდნენ.

დაქირავებული არმია გაჩნდა ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულში (ძველ ეგვიპტეში), კომპლექტდებოდა ძირითადად დაქირავებული უცხოელებით. XV საუკუნის ბოლოდან ასეთი დაქირავებული არმიები სახელმწიფოების ძირითად სამხედრო ძალად იქცა.

XVII-XVIII საუკუნეებში დასავლეთ ევროპა გადავიდა ეროვნულ დაქირავებული არმიებზე, რომლებიც კომპლექტდებოდა თავისი ქვეყნის მოქალაქეებით და მთლიანად იყო დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე. XVIII-XIX საუკუნეების დამლევს დაქირავებული არმიები შეცვალა რეგულარულმა არმიებმა, რომლებიც კომპლექტდებოდა სამხედრო ბეგარის საფუძველზე. XX საუკუნის მეორე ნახევარში მთელ რიგ სახელმწიფოებში რეგულარული არმიების დაკომპლექტება დაიწყო კონტრაქტის საფუძველზე, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში არსებობდა დაკომპლექტების შერეული (სამხედრო ბეგარა და კონტრაქტი) პრინციპი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები