დებეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დებეთ-ი / ალთინ დებეთ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Дебет/Алтын Дебет – „ოქროს დებეთი“) – ბალყარულ-ყარაჩული მითოლოგიური ტექსტებისა და ნართული ეპოსის ცენტრალური პერსონაჟი, კულტურული გმირი, პირველი ადამიანი, ცის ღმერთისა და მიწის ქალღმერთის ვაჟი (ვარიანტი: ღმრთის [თეირის] გულის ნაწილისგან შექმნილი), „ნართების მამა“ (ნართების ტომი მისი 19 ვაჟისაგან წარმოიშვა), უბადლო მადანმცოდნე და მჭედელი, სამჭედლო საქმის დამფუძნებელი (ასწავლის ნართებს მადნის მოპოვებისა და დნობის, ლითონის ჭედვის წესებს, სამეურნეო ინვენტარისა და საბრძოლო იარაღების დამზადებას, იგონებს ფრთოსან ეტლს და სხვ.); ავლენს დემიურგის ნიშნებს (ვარსკვლავები ცაზე მისი ქურიდან ავარდნილი ნაპერწკლებია). არის მზრუნველი მამა და ბაბუა: აქორწინებს ვაჟებს, უშენებს სახლებს, უზრუნველყოფს ყოველგვარი წვრილმანით. გარდა ამისა, დებეთი მორალური კოდექსის განუხრელი დამცველია. ნართული ეპოსის ადიღური ვერსია იცნობს მჭედელ დაბეჩს, რომელიც თქმულებებში ნაკლებად მნიშვნელოვან როლს თამაშობს („თლეფში“).


ლიტერატურა

  • Карачаево-балкарский фольклор в дореволюционных записях и публикациях. Нальчик, 1974;
  • Карачаево-балкарский героический эпос. М., 2004;
  • Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007;
  • М. Ч. Джуртубаев. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-балкарский героический эпос. Нальчик, 2011;
  • Джуртубаев М. Ч. Происхождение Нартского эпоса. Нальчик, 2013.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები