დებიუსი კლოდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლოდ დებიუსი

დებიუსი კლოდ აშილ - ფრ. Achille-Claude Debussy (22. VIII. 1862, სენ ჟერმენ-ან-ლე, პარიზის მახლობლად, – 25. III. 1918, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი.

მუსიკალური განათლება მიიღო პარიზის კონსერვატორიაში (1872-84), სადაც სწავლობდა ა. მარმონტელთან (ფორტეპიანო) და ე. გიროსთან (კომპოზიცია). 1881 და 1882 იყო რუსეთში. 1885-86 – რომში. 1887-იდან პარიზშია. დებიუსი მუსიკის იმპრესიონიზმის ფუძემდებელი, ნოვატორი კომპოზიტორია, რომელმაც გადაახალისა მუსიკის გამომსახველობის ფორმები, გაამდიდრა ბგერითი საორკესტრო და საფორტეპიანო პალიტრა, რითაც გავლენა მოახდინა მრავალ კომპოზიტორზე. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პროგრამულ-ინსტრუმენტულ მუსიკას. მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერა „პელეასი და მელიზანდი“ (მ. მეტერლინკის დრამის მიხედვით. 1902 პარიზი), მისტერია „წმ. სებასტიანის წამება“ (1911), პრელუდია სიმფონიური ორკესტრისათვის „ფავნის დასვენება ნაშუადღევს“ (ს. მალარმეს მიხედვით 1894), 3 ესკიზი „ზღვა“ (1903-05), ტრიპტიქი „ნოქტიურნები“ (1899), სიუიტა „იბერია“ (1908), მრავალი ნაწარმოები ფორტეპიანოსათვის: 24 პრელუდია (2 რვეული 1910-13), 12 ეტიუდი (2 რვეული 1915), ინსტრუმენტული ანსამბლები, 50-ზე მეტი სიმღერა (რომანსი) და სხვ.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები