დედაბოძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაბოძი

დედაბოძი - დედაბოძი მთლიანი ხისაგან გამოთლილი დიდი, თავფართო სვეტი, ქართული დარბაზული სახლის საყრდენი, რომელსაც ეყრდნობოდა გვირგვინიანი გადახურვა. დედაბოძზე იყო გადებული სახლის განივი კოჭი, თავხე. ბოძსადა თავხეს შორის სიმძიმის გასანაწილებლად დებდნენ ე. წ.„ბუღაურას“, ანუ „დათვას“, ხის გრძელ ბალიშს, რომელიც დედაბოძთან ერთად მთლიან ელემენტს ქმნიდა. დედაბოძზე გამოსახავდნენ ორნამენტებს, ფრინველებს, ცხოველებს, ადამინის ხელს, სხვადასხვა ტიპის ჯვარს, რადიკალურად განსხივებულ მზეს, ბორჯღალს, კონცენტრულ წრეებს, ვარსკვლავებს რომლებიც ძველისძველ მითოლოგიურ წარმოდგენებს გამოხატავენ.


ხალხის წარმოდგენით, დარბაზული სახლის კერა, დედაბოძი და გვირგვინი ერთ კომპლექსს შეადგენდა დაოჯახის წმიდათაწმიდად იყო მიჩნეული. ყველა რიტუალი სახლში დედაბოძისა და კერის გარშემო სრულდებოდა.

დედაბოძის წარმოშობაზე არსებული ხალხური თქმულებები მიუთითებენ, რომ მისდამი თაყვანისცემა უკავშირდება ჩვენში ოდესღაც გავრცელებულ ხის კულტს (ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, ღვთაება კერაში ამოსული, გველშემოხვეული ხის სახით გამოეცხადებოდა თავის საყმოს) და სიცოცხლის ხის მოტივს. ძველ ქვეყნებში და კერძოდ, კავკასიაში სიცოცხლის ხე წარმოდგენილი ჰქონდათ ცის საყრდენად, მნათობთა სადგურად და ღვთაებათა მშობლად. სწორედ ასეთი ხის ყველაზე სრულყოფილი სიმბოლო ჩვენში დედაბოძი იყო. ხალხური წარმოდგენით, იგი ისე ებჯინებოდა გვირგვინს, როგორც სიცოცხლის ხე ცას. არქეოლოგიური მონაცემებით, საცხოვრებლის წმინდა სვეტების თაყვანისცემა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრე, სამიწათმოქმედო ხანაში ყოფილა გავრცელებული.




ლიტერატურა

ი.სურგულაძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები