დევნა (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დევნა - შეტევა უკუქცეულ მოწინააღმდეგეზე საბოლოო განადგურების მიზნით, რათა არ დაუშვან სიღრმეში ხელსაყრელ ზღუდეებზე მისი თავდაცვაში ორგანიზებული გადასვლა.

დევნას ახასიათებს გაბედული მოქმედებები, ვითარების სწრაფი და მკვეთრი ცვლილებები, დაძაბული ბრძოლა დროის მოსაგებად, ჯარების მართვის სირთულე. უკუქცეული მოწინააღმდეგის განადგურებას აღწევენ მის ძირითად ძალებზე საავიაციო, სარაკეტო და საცეცხლე დარტყმებით, ფრონტიდან შემტევი ჯარების ნაწილის სწრაფი წინ წაწევითა და მთავარი ძალების სწრაფი გასვლით მოწინააღმდეგის უკანდახევის გზაზე, მისი დაჯგუფებების დანაწევრებით და ნაწილ-ნაწილ განადგურებით.

დევნა შეიძლება ხორციელდებოდეს ფრონტიდან ან მოწინააღმდეგის უკანდახევის მიმართულების პარალელური გზებით, ფლანგების შემოვლით და უკანდახევის გზების გადაჭრით, აგრეთვე კომბინირებულად – ერთდროულად ფრონტიდან და პარალელური მიმართულებებით. დევნა წარმოებს განუწყვეტლივ, დღისით და ღამით, ნებისმიერ ამინდში.

საბრძოლო წყობა დევნის დროს, ჩვეულებრივ, იგება ერთ ეშელონად, ძლიერი საერთო-საჯარისო ეშელონის გამოყოფით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები