დევ-რძალ-დედამთილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დევ-რძალ-დედამთილი – ავსული დემონები, ბავშვთა და დიაცთა ანტაგონისტები ხევსურულ მითოლოგიაში. ხევსურთა რწმენით, იახსარ-კოპალას მიერ როშკის ციხე-გორს მომოსახლე დევთა ამოწყვეტის შემდეგ, სიკვდილს გადარჩენილ დევ-ქალებს გაქცევა ვერ მოუხერხებიათ: ერთი როშკაშივე დარჩენილა, მეორეს კი თავი სოფ. ხორნაულთასთვის შეუფარებია. დევ-რძალ-დედამთილს ადგილობრივთათვის, უპირატესად ქალებისა და ბავშვებისათვის, ვნების მიყენება დაუწყია. ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ხალხი მათ სახელზე მზის ჩასვლის შემდეგ ზღვენ-საწირავებით ლოცულობდა: ხელუკუღმა დაკლავდნენ თიკანს, გამოაცხობდნენ სამ ხაჭოსგულიან ქადისკვერებს, ჩვრებს ერბოთი გაპოხავდნენ და აანთებდნენ და დევ-რძალ-დედამთილს გაცლას შეთხოვდნენ („იმის გამო ილოცვენ, რომ დავიშორათავ“).


ლიტერატურა

თ. ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თბ., 1967.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები