დეკანოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეკანოზი - უფროსი მღვდელი. ქართულ მონასტრებში მღვდლებისა და მგალობლების უფროსი.

კათოლიკე ეკლესიაში პირი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის, მსახურების ხანგრძლივობისა თუ ასაკის გამო კოლეგებს შორის პირველ ადგილს იკავებს. კარდინალთა კოლეგიის დეკანოზს ირჩევენ რომაულ ეკლესიათა წოდებამინიჭებულ კარდინალთა შორის. იგი ამავე კოლეგიას თავმჯდომარეობს და მიიჩნევა primus inter pares. მისი მოვალეობაა არჩეული პაპის ეპისკოპოსად კურთხევა, თუკი ის ამ წოდებას არ ატარებს. საკრა როტას (კათოლიკე ეკლესიის უმაღლესი სასამართლო) დეკანოზია ყველაზე ხანდაზმული პრომოციის აუდიტორი. დეკანოზი (ან ადგილობრივი ვიკარიუსი, ან მთავარხუცესი) ეწოდება აგრეთვე ადგილობრივ ვიკარიატში განწესებულ მღვდელმსახურს (CIC, კან. 553 ნაწ.1), ვინც სადიოცეზო ეპისკოპოსის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელია.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები