ფლავინი დენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დენ ფლავინი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დენ ფლავინი

დენ ფლავინი, Icons, კაიმარის გალერეა, ნიუ იორკი, 1964 წ.

ამერიკული მინიმალიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი. დაიბადა 1933 წლის 1 აპრილს, ხელოვნებით ბავშვობის ასაკიდან დაინტერესდა. ფლავინი განსაკუთრებით ცნობილია თავისი ფლურესცენციული ინსტალაციებით. "ხელოვნება ჩემთვის პირველ რიგში ფიქრი, აზროვნებაა" - ამბობდა ფლავინი და დიდ დროს უთმობდა სივრისა და სინათლის კონცეპტუალურ კვლევას. ბევრი ასამბლაჟისტის მსგავსად ფლავინის ადრეულ ნამუშევრებშიც იყო დაფარული ალუზიები, განსაკუთრებით ეს ადრეული პერიოდის კალიგრაფიულ ნახატებში ოგრძნობოდა. 1959-62 წლებში შექმნილი მოხატული რელიეფები, რომლებიც წინ უსწრებდნენ მხატვრის ცნობილ ხატებს (Icons) მოდერნიზმის რომანტიკული წარსულის ტრაგიზმთან შეიძლება იქნეს გაიგივებული.დენ ფლავინის პირველი ინსტალაცია, რომელზეც ელექტრონული სანათები იყო წარმოდგენილი 1964 წლის მარტში, კაიმარ გალერეაში გამოიფინა.გამოტანილი იყო სამი სახის ექსპოზიცია: რელიეფზე მიმაგრებული ფლურესცენციური და თვალისმომჭრელი ნათურების ბოლქვები, რომლებიც ავტორმა 1962 წელს შექმნა. წარმოდგენილი იყო პატარა კერამიკული და რკინის კონტეინერები ჩამონტაჟებული ნათურებით და ნახატებით გაფორმებული ფლურესცენციური გამოსახულებები. ყველაზე გამორჩეული გალერეის შესასვლელთან ჩამწკრივებული ხატების რიგი იყო, რომლის სხივებიც რიტმულად ეცემოდა იატაკს.

ხატები (Icons) – წარმოადგენდა ოთხკუთხა მაზონიტის ფურცლებით დაფარულ, ჩამონტაჟებული ნათურის ბოლქვებიან ხის ყუთებს. პირველი სამი იდენტური ფერისა და ზომის იყო. პირველი გამოსახულება (გული) (მიძღვნილი შონ მაკგოვერნის სინათლისადმი, რომელიც ყველას აკურთხებს) კადმიუმის წითელში იყო შესრულებული და მასში წითელი ფლურესცენციური ტუბი იყო გამოყენებული. მეორე გამოსახულება სახელწოდებით - ყვითელი (საიდუმლოება) (ჯონ რივსისთვადმი მიძღვნილი) ჩამონტაჟებული თვალისმომჭრელი ქარვისფერი ნათურის ბოლქვით იყო წარმოდგენილი. მესამე უფრო კომპლექსური იყო. ყუთის ქვედა რეგისტრში შედარებით თბილი, თითქმის ნარინჯისფერი ტონალობის წითელი იყო გამოყენებული, ზემოთ კი ელვარე ალუბლისფერი.მსგავსი ტონალობის წითლის შეუფერებელი კომბინაცია, ფლურესცენციური და ელვარე ნათურები, მესამე გამოსახულება ცხადყოფდა, რომ ავტორს ჯერ კიდევ არ ჰქონდა არჩეული მუშაობის გარკვეული მეთოდი. მოხატული ყუთის ბოლქვებიანი რელიეფი მოუხეშო იყო, მაგრამ ნაკლებად უხეში, ვიდრე კედელზე მიმაგრებული მოურთავი ნათურა. უფრო კომპლექსური რთული სახის იყო დანარჩენი გამოსახულებები.პოლიქრომული, უცნაური ფორმის, ურთიერშემავალი სინათლეების სხივებით, კედლიდან ხუთი ინჩის დაშორებით განლაგებული, ისინი უფრო რელიეფს წააგავდნენ. მაგალითისთვის მეშვიდე გამოსახულება (vis crucis) – თეთრი ფლურესცენციური ტუბის კიდეზე ალმაცერად მიმაგრებული დიაგონალი.

მეექვსე გამოსახულება ირლანდიის გარდაცვალება (ეძღვნება ლუის სალივანს) და მერვე გამოსახულება (მიძღვნილი უსინათლო ლემონ ჯეფერსონისადმი – ანგრევდნენ ყველა წინა გამოსახულების მონოქრომულობასა და ნათელ სინათლეს. მეექვსე თვალისმომჭრელ გამოსახულებაზე წითელი ბოლქვი თითქოს მფეთქავ მოძრავ, გაურკვეველ აჩრდილს ტოვებდა მწვანე მიწაზე. მერვე გამოსახულება მჭახე ყვითელ ფერში იყო გადაწყვეტილი და ოთხივე კუთხეში ბოლქვი ჰქონდა დამაგრებული. გარეგნულად ყველაზე რთული, მერვე გამოსახულება ერთ მთლიანობად არც აღიქმებოდა. წითელი სინათლის სხივები სხვადასხვა დონეზე ციმციმებდა, თვალს ჭრიდა და დამთვალიერებელში გარკვეულ გაღიზიანებას იწვევდა. სტიმულებით გადატვირთული ეს გამოსახულება თითქოსდა არც იყო გათვლილი იმაზე, რომ მისთვის გეცქირა.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული გამოსახულება გარკვეული პიროვნებისადმი იყო მიძღვნილი, როგორც ხელოვნების ნიმუში ის მაინც აბსტრაქტული ხელოვნების მემკვიდრეობად შეიძლებოდა ჩაითვლილიყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ე.წ. სალოცავები , რომელთა კომბინირებული ტექსტები და ალუზიური გამოსახულებები ერთმანეთთან აშკარა კავშირს ავლენდა. სხვა ნამუშევრებთან შედარებით მცირე ზომის ,,აღმოსავლეთ ნიუ-იორკის სალოცავი” (მიძღვნილი ბრუს გლასერისადმი) და “ბარბარა როუზესი”, ფანჯარასთან ახლოს, დახლზე იყო მოთავსებული. ყველა მათგანზე იყო დამაგრებული სპეციალური ჯაჭვი, რომლის საშუალებითაც ნათურის ბოლქვი შიგნიდან ნათდებიდა და მასზე დაწერილი ირონიული კალამბური გამოისახებოდა. ,,აღმოსავლეთ ნიუ-იორკის სალოცავში” ჯაჭვის გამოწევდით თუ არა ღვთისმშობლის ელვარე შარავანდიანი საკმაოდ დიდი ფიგურა ნათდებოდა. ნათურის ბოლქვის სათავსო მიმაგრებული იყო თუნუქის ქილაზე (როემლიც პომიდვრის ერთ-ერთი ბრნედი გახლდათ) წარწერით Pope (პაპი) ქილაზე კი იკითხებოდა `დიდებით შემოსილო, წმინდაო ღვთისმშობელო, გევედრები დაეხმარე სონია-დან ფლავინს თოკის გამოწევაში~ – 1963 წ. იგულისხმებოდა, რომ როგორც კი თოკს გამოსწევდა, ნებისმიერ დამთვალიერებელზე პაპის ნათელი გადმოვიდოდა (პლუნკ) და ღვთსმშობლის კაშკაშა ფიგურაც სასწაულებრივ აენთებოდა. აღსანიშნავია, რომ სიტყვა Plunk, რომელიც ჩამოწევას, ჩამოკვრას ნიშნავს, გარკვეულ ასოციას ფლავინის მეგობარ ედვარდ პლანკეტის სახელთანაც იწვევდა. როგორც ჩანს, მისი ცოდვები იმდენად მძიმე იყო, რომ მხოლოდ ღვთისმშობელი თუ უშველიდა. როგორც ეს გამოსახულებები ქრისტიანული ხატებისა და სალოცავების ბანალურობის ჩვენებას ისახავდა მიზნად, ისე ,,აღმოსავლური ნიუ-იორკის სალოცავიც” იმის გამოხატულება იყო, რომ რელიგია დღევანდელ დღეს სემინარიის ყოფილი სტუდენტისთვის უკვე მექანიკურ, თითქმის აბსურდულ ჟესტად იყო ქცეული.


წყარო

მეიერი, ჯეიმს.მინიმალიზმი : სამოციანი წლების ხელოვნება და პოლემიკა : ფრაგმენტები წიგნიდან / ჯეიმს მეიერი ; მთარგმნ. მაკა ალანია ; რედ. მადონა უჯმაჯურიძე. საგამომცემლო ცნობები [თბ.] : თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად., [2014] (სტ. შპს "გაზეთი "საქართველოს მაცნე")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები