დერეალიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დერეალიზაცია - (derealization), გაუცხოების სუბიექტური განცდა, დეპერსონალიზაციის მსგავსი, მაგრამ უმთავრესად ეხება გარე სამყაროს და არა თვითშეგრძნებებსა და იდენტურობის შეგრძნებას.

გარემომ შეიძლება ერთგვარად დაკარგოს ფერები და სიცხოველე, აღიქმებოდეს როგორც ხელოვნური ან სცენისმაგვარი, რომელზედაც ადამიანები მოგონილ როლებს თამაშობენ. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ობიექტები არარეალურად გამოიყურება, ხოლო ადამიანები - როგორც უსიცოცხლო, ორგანზომილებიანი ფიგურები. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი უჩივის ემოციათა განცდის უუნარობას, იგი დეპერსონალიზაციასა და დერეალიზაციას აღწერს, როგორც უკიდურესად უსიამოვნო განცდას. დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის ამ ძირითად მახასიათებლებს ხშირად თან სდევს სხვა ავადმყოფური განცდები: ცვლილებები დროის აღქმაში, სხეულის ხატთან დაკავშირებული ცვლილებები (მაგ., განცდა, რომ კიდურები გაიზარდა ან დაპატარავდა ან განსხვავებული ფორმა მიიღო). ზოგჯერ ადამიანს ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს ის სხეულის გარეთ იმყოფება და საკუთარ ქმედებებს გარედან (ჩვეულებრივ, ზემოდან) უყურებს. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)


იხილე აგრეთვე

სინდრომი, დეპერსონალიზაცია/დერეალიზაციური

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები