დერიუგინი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ დერიუგინი

ნიკოლოზ დერიუგინი — (დ. 30 აპრილი, 1959, ქუთაისი), ქართველი კალათბურთელი (206 სმ). თამაშობდა თბილისის „დინამოში” (1975­-85), „თბილისში” (1991­-92), უნგრეთის მაფც­ში (1992­-93), თბილისის „ვითაში” (1993­-94), თბილისის სდასუ­სა (1994­-95) და სლოვაკეთის „სლოვაკო ფარმაში” (1995­-96). იყო სსრკ­-ის (1978-­85) და საქართველოს (1995-­96) ნაკრები გუნდების წევრი. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980), მსოფლიოს (1982) და ევროპის (1981) ჩემპიონი, საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი (1978, 79). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები