დესანტის გადასხმის საცეცხლე მომზადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დესანტის გადასხმის საცეცხლე მომზადება - ცეცხლი განხორციელებული საზღვაო დესანტის გადასხმის წინ, გადასხმის რაიონის ნაღმებისგან გაწმენდის, წყალქვეშა აფეთქებების და სხვა მოსამზადებელი მოქმედებების განსახორციელებლად.

აწარმოებს ავიაცია და ცეცხლით მხარდამჭერი ხომალდების რაზმი (ჯგუფი). იწყება გადასხმის ძალების გაშლის წინ ან გაშლისას და გრძელდება გადასხმის პუნქტებთან საზღვაო დესანტის მეწინავე რაზმების ქვედანაყოფებით დატვირთული (I ეშელონი) დესანტის გადასასხმელი საშუალებების მოსვლამდე.

ძირითადი ძალისხმევა ხმარდება მოწინააღმდეგის დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის იმ ობიექტების განადგურებას, რომლებიც შეიძლება წინ აღუდგნენ მეწინავე რაზმების გასვლას და მტრული ძალების მოქმედებას. დესანტის გადასხმის საცეცხლე მომზადება დესანტის გადასხმის საცეცხლე მხარდაჭერაში გადაიზრდება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები