დეფექტოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპეციალური ფსიქოლოგია საქართველოში - Psychology of people with special needs in Georgia (former Defectology ) - Специальная психолoгия в Грузиистарое название - Дефектология
(ლათ. specialis განსაკუთრებული)
(ლათ. de- -გან + factum გაკეთებული → defectum გაუკეთებული, დაუსრულებული)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში სპეციალური ფსიქოლოგია. მან 1960-იანი წლებიდან დაიწყო განვითარება. ეს პირველ რიგში პროფესორ მამაია ყოლბაიას სახელთან არის დაკავშირებული. მის საქმიანობას ჰქონდა როგორც კვლევითი, ისე პრაქტიკულ-პედაგოგიკური მხარე. კვლევის ძირითად საგანს შეადგენდა გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების კოგნიციური ფუნქციონირების (უმთავრესად აზროვნების) სხვადასხვა ასპექტები. მ. ყოლბაია ხელმძღვანელობდა მეთოდიკურ კაბინეტს, რომელშიც პროფესიული მომზადება გაიარა მრავალმა ქართველმა დეფექტოლოგმა (ნ. ცარციძე, ა. ქელბახიანი, რ. თაყაიშვილი, ე. ხუფაცარია, ზ. წიწუაშვილი). მათი კვლევითი და პრაქტიკული მუშაობის შედეგების გათვალისწინებით 1994 წელს სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიკის ინსტიტუტში გაიხსნა დეფექტოლოგიის სპეციალობა (ფაკულტეტი). ამ ფაკულტეტზე მოღვაწეობდნენ ე. ბაქრაძე, ზ. გაბაშვილი, ტ. უგულავა, თ. ფერაძე. დღეს ინკლუზიურ განათლებაში მომუშავე სპეციალისტების უმრავლესობა მათი აღზრდილები არიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ლოგოპედიის კურსი მიჰყავდა პროფესორ გ. ნიკოლაიშვილს.

კვლევითი მუშაობა სპეციალური ფსიქოლოგიის (დეფექტოლოგიის) დარგში დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტშიც მიმდინარეობდა (ზ. გაბაშვილი, ელ. გერსამია, დ. კახიანი, ვლ. ნორაკიძე, მ. ყოლბაია). დარეჯან კახიანის მიერ საფუძვლიანად იქნა შესწავლილი „ყურადღების დეფიციტისა და „ჰიპერაქტივობის” სინდრომის მქონე ბავშვების ფსიქოლოგიის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ოლიგოფრენი ბავშვების ფიქსირებული განწყობის მეთოდით კვლევის მონაცემები, მოპოვებული ელენე (ლალი) გერსამიას მიერ. ისინი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოლიგოფრენიის, არამედ ზოგადად განწყობისა და აზროვნების ბუნების შესასწავლად. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ოლიგოფრენიული აზროვნების ყველაზე არსებითი მახასიათებელი სააზროვნო განწყობის რიგიდულობა აღმოჩნდა (ზუსტად საპირისპიროა ნიჭიერება, რომლის ყველაზე არსებითი მახასიათებელი სააზროვნო განწყობის მოქნილობაა).

პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია:


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.Герсамия Э.А. − „Фиксированная установка детей-олигофренов и некоторые особенности структуры их психики” (1968).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები