დვალიშვილი ნადეჟდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნადეჟდა დვალიშვილი

ნადეჟდა დვალიშვილი — (დ. 24 ივნისი, 1933, ბაქო, აზერბაიჯანი, სსრკ), ქართველი მძლეოსანი (სპრინტი, სიგრძეზე ხტომა). XV და XVI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1952, ჰელსინკი ­ რბენა 200 მ, 24,2; 1956, მელბურნი ­ სიგრძეზე ხტომა, 6,07 მ). სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1951, 53 ­ რბენა 100 მ და 200 მ), სამგზის მეორე (1949 ­ რბენა 200 მ; 1951, 53 ­ სიგრძეზე ხტომა) და მესამე პრიზიორი (1956 ­ სიგრძეზე ხტომა). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი (1953 ­ ესტაფეტა 4X200) და სამგზის მეორე პრიზიორი (1953 ­ რბენა 100 მ და 200 მ; 1957 ­ სიგრძეზე ხტომა), მსოფლიოს უნივერსიადის მესამე პრიზიორი (1951 ­ სიგრძეზე ხტომა). მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი (1953 ­ ესტაფეტა 4X200, ორჯერ, ესტაფეტა 4X100). სიგრძეზე ხტომაში გაიმეორა ფრანსის ბლანკერს­კუნის მსოფლიოს რეკორდი ­ 6,25 მ. საუკეთესო პირადი შედეგები: 100 მ ­ 11,7 წმ; 200 მ ­ 24,1 წმ; სიგრძეზე ხტომა ­ 6,25 მ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.



იხილე აგრეთვე

ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები