დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო (DSM)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო (DSM) - 1952 წელს ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ (APA) პირველად გამოსცა დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო (DSM -I), როგორც ფართოდ გაკრიტიკებული ICD-6-ის ალტერნატივა. DSM -I ძირითადად ასახავდა ადოლფ მაიერისა (Meyer) და კარლ მენინგერის შეხედულებებს, ხოლო ტერმინოლოგიური ლექსიკონი ასახავდა ფსიქოანალიტიკური იდეების პოპულარობას აშშ-ში. DSM-II გამოიცა 1968 წელს, როგორც ICD-8-ის ამერიკული ნაციონალური ლექსიკონი. მან გააერთიანა ფსიქოანალიტური და კრეპელინისეული იდეები.

DSM -III გამოიცა 1980 წელს. ეს იყო მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი (M. Wilson 1993). იგი მოიცავდა ხუთ მთავარ ინოვაციას:

  • ყოველი დიაგნოზისთვის შემუშავებულ იქნა ზუსტი ოპერაციული კრიტერიუმები ჩართვისა და გამორიცხვის

წესებთან ერთად (Feighner et al., 1972; Endicott and Spitzer, 1978). ეს იყო ამ სახით მომზადებული პირველი სრული კლასიფიკაცია და, ასევე, პირველი კლასიფიკაცია, რომელმაც გაირა საველე ტესტირება.

  • მიღებულ იქნა მრავალღერძული კლასიფიკაცია ხუთი ღერძით (იხ.ცხრილი 1).
  • გადაისინჯა ნომენკლატურა და გადაჯგუფდა ზოგიერთი სინდრომი. მაგ., ნევროზისა და ისტერიის ტერმინები გაუქმდა და გუნებ-განწყობის ყველა აშლილობა ერთად დაჯგუფდა.
  • ამოღებულ იქნა მრავალი ფსიქოდინამიკური ცნება.
  • ზოგიერთი მდგომარეობისთვის, ავადმყოფობის ხანგრძლივობა წარმოდგენილი იყო, როგორც ერთ-ერთი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი.

DSM-III მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ წარმოადგენდა წინ გადადგმულ ნაბიჯს კლასიფიკაციის მეთოდებისა და დიაგნოსტიკური კატეგორიების შემუშავების თვალსაზრისით, არამედ იმიტომაც, რომ მან გაითვალისწინა თანამედროვე აღწერითი კვლევის საჭიროებები. მისი მიდგომა ემპირიული ხასიათისა იყო წინა ვერსიისაგან განსხვავებით, რომელიც, ძირითადად, ასახავდა ამერიკული ფსიქიატრიის კლინიკურ და ფსიქოდინამიკურ მოსაზრებებს. 1987 წელს DSM-III-R დაექვემდებარა შუალედურ გადამუშავებას, რამაც საფუძველი მოუმზადა DSM-IV-ის შექმნას.

DSM-IV

DSM-IV-ის შემდეგი გადამუშავება განხორციელდა ცამეტი სამუშაო ჯგუფის მიერ. ამ პროცედურამ სამი საფეხური გაიარა:

  • გამოცემული ლიტერატურის ყოველმხრივი მიმოხილვა.
  • უკვე თავმოყრილ მონაცემთა ანალიზი.
  • საველე გამოკვლევები შემოთავაზებული ცვლილებების შეფასებისთვის.
ცხრილი 1 DSM-III-ისა და DSM-IV-ის ხუთი ღერძი
ღერძი I კლინიკური სინდრომები და მდგომარეობები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ფსიქიკურ აშლილობას და, რომლებზეც მიმართულია ყურადღება და მკურნალობა.
ღერძი II პიროვნული აშლილობები
ღერძი III ფიზიკური აშლილობები და მდგომარეობები
ღერძი IV ფსიქოსოციალური სტრესორების სიმძიმე
ღერძი V ბოლო წლის ადაპტაციური ფუნქციონირების უმაღლესი დონე

1994 წელს გავრცელდა DSM-IV-ის წინასწარი ვერსია, რათა მის პუბლიკაციამდე ჩატარებულიყო დისკუსიები და გამოთქმულიყო შესაბამისი კომენტარები (ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია, 1994). DSM-IV-ის ტექსტობრივი შემოწმება (DSM-IV-TR) გამოიცა 2000 წელს. ის მოიცავს მცირე ტექსტობრივ ცვლილებებს და განახლებულ კლასიფიკაციას, როგორც განათლების ინსტრუმენტს, მაგრამ არ მოიცავს დიაგნოსტიკური კრიტერიუმების მნიშვნელოვან ცვლილებებს (ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია, 2000).

DSM-IV ინარჩუნებს DSM-III-ის (ცხრილი 2.3) მრავალღერძოვან ბუნებას.

ICD-10-ისა და DSM-IV-ის ურთიერთშედარება

ICD-10 და DSM-IV პარალელურად ჩამოყალიბდა და, რათა ზედმეტი განსხვავებები თავიდან აეცილებინათ, ორ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფებს შორის ხშირი კონსულტაციები მიმდინარეობდა. ეს ძალისხმევა დიდად წარმატებული აღმოჩნდა, რადგან სისტემები იზიარებდნენ უმთავრეს ცნებებსა და კატეგორიებს, თუმცა, მათ შორის ზოგიერთი განსხვავება შეინიშნება (ცხრილი 2.).

ცხრილი 2. ICD-10-სა და DSM-IV შორის არსებული განსხვავებები
ICD-10 DSM-IV
წარმოშობა საერთაშორისო (WHO) ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია
პრეზენტაცია სხვადასხვა ვარიანტები კლინიკური მუშაობისათვის, კვლევისა და პირველადი ჯანდაცვისათვის ერთი დოკუმენტი
ენები ხელმისაწვდომია ყველა ფართოდ გავრცელებულ ენაზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე
სტრუქტურა მოქცეულია ICD-ის ერთიანი სტრუქტურის ფარგლებში; ერთღერძიანია V თავში;არსებობსდამოუკიდებელი მრავალღერძული სისტემა მრავალღერძულია
შინაარსი სახელმძღვანელო პრინციპები და კრიტერიუმები არ მოიცავს აშლილობების სოციალურ შედეგებს დიაგნოსტიკური კრიტერიუმები,

როგორც წესი, მოიცავს სოციალური ფუნქციების მნიშვნელოვან გაუარესებას

  • შიზოფრენიის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა გავითვალისწინოთ სიმპტომების ხანგრძლივობა. მიუხედავად

იმისა, რომ სიმპტომები ძალიან მსგავსია, ICD-10 მიუთითებს, რომ ისინი უნდა იყვნენ წარმოდგენილნი მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში, ხოლო DSM-IV-ის მიხედვით, ისინი უნდა იჩენდნენ თავს ექვსი თვის განმავლობაში, ავადმყოფობის წინმსწრები პერიოდის ჩათვლით/

  • ტერმინები „ნევროტული” და „ნევრასთენია” არ გამოიყენება DSM-IV-ში. ნევრასთენია ძალიან გავრცელებული

დიაგნოზია ჩინეთში, ხოლო ტერმინი „ნევროზი” მრავალ ქვეყნაში გამოიყენება. ამის გამო ისინი, გარკვეული სიფრთხილით, შეტანილია ICD კლასიფიკაციაში (მე-8 და მე-10 თავები).

  • DSM-IV-ში აშლილობების სოციალური შედეგები შეტანილია (როგორც შესაძლებლობა) აშლილობათა უმეტესობის კრიტერიუმების სიაში, მაშინ, როცა ICD-10-ში ისინი არ განიხილება გამართლებულ მაიდენტიფიცირებელ კრიტერიუმებად. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლოგიკურად გამართლებულია აშლილობის სოციალური შედეგების შეტანა მის გამოსავლენ ფაქტორთა რიცხვში. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ განსხვავებულ გარემოში ერთი და იმავე ქცევის მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს, რის გამოც გლობალური მოხმარების კლასიფიკაციაში კულტურული ზეგავლენის ამსახველი დასკვნები მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი.

მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ეს ორი კლასიფიკაცია უფრო მეტად ავსებს, ვიდრე ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ICD-10 შეიქმნა საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად და განკუთვნილია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც თავისი კულტურა, სპეციფიკური პროფესიული საჭიროებები და კლინიკური ტრადიციები გააჩნია. (Sartorius et al., 1995) DSM-IV არის აშშ-ის ნაციონალური კლასიფიკაცია, რომელიც ასახავს მისი შემქმნელი ორგანიზაციის - ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის (APA) პროფესიულ, საგანმანათლებლო და ფინანსურ პრიორიტეტებს. განსხვავებული მოსაზრებები ICD-10-ისა და DSM-IV-ის ურთიერთმიმართების შესახებ შემდეგ წყაროებშია მოცემული: Andrews et al., (1999); First and Pincus (1999).

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები