დიაწა იახარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დჲაწა ჲახარ-ი / დეწა ჲახარ-ი / ჲოჩუუალ ჲახარ-ი (ინგუშ. ДяцIа йахар / ჩეჩნ. децIа йахар / ბაცბ. йочууал йахар – „მამის სახლში წასვლა“) – საქორწილო ციკლის ნახური წეს-ჩვეულება – ახალდაქორწინებული ქალის პირველი წასვლა მშობლიურ ოჯახში. ქორწილიდან 1-3 თვის შემდეგ პატარძალი ქმრის ნათესავი ქალის თანხლებით მიდის თავის მშობლებთან; თანმხლები პირი საჩუქრებს გადასცემს მძახლებს, თავადაც ქსოვილის ნაჭრით ან ხალიჩით საჩუქრდება და მაშინათვე უკან ბრუნდება, ხოლო ახალრძალი დაახლოებით ერთი თვით რჩება, მაგრამ ნათესავებს ემალება. ამხნის განმავლობაში იგი, მზითვის სახით, საბან-გობანს ამზადებს, შემდეგ ქმართან ბრუნდება და თან მამამთილ-დედამთილისთვის, მულ-მაზლებისთვის საჩუქრები მოაქვს.


ლიტერატურა

Акиева П. Рождение. Свадьба. Смерть. Историко-этнографические архетипы ингушей. СПб., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები