დიდი მანდილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი მანდილი

დიდი მანდილი- (ორმანდილი // ორკეცი მანდილი // გაყრილი მანდილი) თუში გათხოვილი ქალის თავსაბურავი, თავსახურ კუჭურაზე გადმოსაფენი. მასალად გამოიყენებოდა წმინდა შალი, შავი და ლურჯი ფერის სატინა ან ლასტიკი.

მანდილის სამკუთხა ფორმის მისაღებად დიდი განის მასალას ორად გადაკეცილი ნაწილიდან ერთ-ერთ ოთხკუთხედ დიაგონალზე ჩამოეჭრებოდა ნაჭერი, რომელიც სწორი ნაპირით აეკერებოდა ხელუხლებელ ქსოვილს. ამდენად, დიდ მანდილს მხოლოდ ერთ მხარეს, პატარა ყურისკენ ექნებოდა ნაკერი. ძველად დიდი მანდილების მორთვა იცოდნენ. განსაკუთრებული მონდომებით საპატარძლო მანდილებს ამკობდნენ. ზურგში გრძლად ჩაშვებულ ბოლოს ჯერ ფუნჯს დააკერებდნენ, ზემოთ ბუზმენტს, შემდეგ ჩაფარიშს, მერე ისევ ვერცხლიფერ ან ოქროსფერ ბუზმენტით გაილამაზებდნენ. გათხოვილი ქალი მანდილს მუდამ ატარებდა.

ძველად უნამუსო ცოლს ქმარი თავიდან მანდილ-კუჭურას მოხდიდა, ზედ დააფურთხებდა და გადააგდებდა, რადგან სწამდათ, რომ ქალის თავსაბურავი წარმოადგენდა არა მარტო თავის დასაცავ საშუალებას, არამედ ადამიანის ღირსების ნიშანს. ამიტომ თავდაუბურაობა შეურაცხადად იყო მიჩნეული.

ლიტერატურა

გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993. ც. ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967. ც.ბ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები