დივერსიულ-სადაზვერვო ფორმირებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დივერსიულ-სადაზვერვო ფორმირებები - სპეციალურად მომზადებული ქვედანაყოფი (რაზმი, ჯგუფი), რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ზურგში სადაზვერვო, დივერსიული და ძირგამომთხრელი საქმიანობის საწარმოებლად.

პირად შემადგენლობას აქვს ზოგადი და სპეციალური მომზადების მაღალი დონე, დაუფლებულია სხვადასხვა სახეობის იარაღის, შხამების, ნარკოტიკული საშუალებების და სხვა გამოყენებას.

მათი გადასროლა (შეგზავნა) მოწინააღმდეგის ზურგში ხორციელდება ფრონტის ხაზის ფარული გადაკვეთით; ჰაერით - ავიაციის (სპეციალური საფრენი აპარატების, პლანერების და დელტაპლანების) მეშვეობით; ზღვით - წყალქვეშა ნავების, წყალქვეშ მოძრაობის სხვადასხვა მცირე საშუალებების, კატარღების გამოყენებით და სხვა.

დივერსიულ-სადაზვერვო ფორმირებები გამოიყენებოდა II მსოფლიო ომში, ყველა შემდგომ ლოკალურ ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები