დივიზიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დივიზიონი - (ფრანგული division – დაყოფა, გამოყოფა),

1. ძირითადი საცეცხლე და ტაქტიკური ქვედანაყოფი თანამედროვე არმიების საზენიტო-სარაკეტო, სარაკეტო ჯარებში და არტილერიაში. შედის ნაწილის (შენაერთის) შემადგენლობაში, ასევე შეიძლება იყოს ცალკეული დივიზიონები.

არსებობს: ზარბაზნების, ჰაუბიცების, ნაღმსარტყორცნების, რეაქტიული, გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო, თვითმავალი არტილერიის, სარაკეტო, საზენიტო-სარაკეტო და სხვა.

როგორც წესი, სარაკეტო (საარტილერიო) დივიზიონში შედის 2-4 სასტარტო (საცეცხლე) ბატარეა, მართვის და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. მაგალითად, გერმანიის მოტოქვეითი დივიზიის საარტილერიო დივიზიონი შედგება ორი 203,2 მმ. თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეისა და ორი 155 მმ ჰაუბიცების ბატარეისგან.

2. XIX საუკუნის ბოლოს - XX საუკუნის პირველ ნახევარში ზოგიერთი ქვეყნის კავალერიის ტაქტიკური ქვედანაყოფი. როგორც წესი, შედგებოდა 2-3 საკავალერიო ესკადრონისაგან.

3. ზოგიერთ ქვეყანაში სამხედრო ავიაციის ცალკეული სამხედრო ნაწილი, რომელშიც შედის რამდენიმე საავიაციო რაზმი.

4. ზოგიერთი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებში 1-ლი რანგის ხომალდებზე - ქვედანაყოფი, რომელიც შედის საბრძოლო ნაწილის შემადგენლობაში.

5. სასწავლო ქვედანაყოფი ზოგიერთ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები